ნაცვლად იმისა, რომ სკოლებში უფასო კვებაზე ეზრუნათ, რაზეც ჩვენ არაერთი უარი მივიღეთ, კორუმპირებულმა “ქართულმა ოცნებამ” მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფსევდოოპოზიური ფრაქციები შექმნა, რაშიც მილიონობით ლარს დახარჯავს ბიუჯეტიდან, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა.
სამუშიას თქმით, "ქართული ოცნება" განაგრძობს ყველა შესაძლო სახის კორუფციულ ქმედებებს.
"კორუფციის რეკორდსმენი და კორუფციაში მსოფლიო მასშტაბით დახელოვნებული "ქართული ოცნება" განაგრძობს ტრიუკებს თქვენი, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ბიუჯეტიდან რაც შეიძლება მეტი ფინანსების მისაღებად.
როგორც იცით თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" მონაწილეობდა და დღეს მათ სიაში მონაწილე ადამიანებისგან მუნიციპალიტეტებში ქმნის ე.წ. ოპოზიციურ ფრაქციებს და ამას იყენებს დამატებითი შემოსავლის მისაღებად.
ნაცვლად იმისა, რომ სკოლებში უფასო კვებაზე ეზრუნათ, რაზეც ჩვენ არაერთი უარი მივიღეთ, კორუმპირებულმა “ქართულმა ოცნებამ” მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფსევდოოპოზიური ფრაქციები შექმნა, რაშიც მილიონობით ლარს დახარჯავს ბიუჯეტიდან.
დღეის მდგომარეობით, 62 მუნიციპალიტეტში დარეგისტრირებული და შექმნილია "ხალხის ძალის", ვითომ ოპოზიციის დანიშნული წარმომადგენლობა და 9 მუნიციპალიტეტში, მეორე წრეზე წავიდნენ, "ევროპელი სოციალისტების" ეგრეთ წოდებული ოპოზიციური წარმომადგენლობები და ფრაქციები.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით და ეს ციფრი ბუნებრივია, მზარდია, თქვენი, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე, 5 მილიონი გამოიყოფა ამ ვითომ ოპოზიციისათვის და "ქართული ოცნება" აფინანსებს მათ საქართველოს მოქალაქეების ბიუჯეტის ხარჯზე მაშინ, როდესაც "ძლიერმა საქართველომ - ლელომ" მუნიციპალიტეტებში დააყენა საკითხი ბავშვთა კვების შესახებ და იცით, რა მძიმე სიტუაციაა სხვადასხვა საერთო კვლევებიდან გამომდინარე. მუნიციპალიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა ამ საკითხის მოგვარებაზე მაშინ, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში 22 737 ბავშვმა დატოვა საქართველო - მშობლებმა გამოიყვანეს თავიანთი შვილები სკოლებიდან და წაიყვანეს საზღვარგარეთ.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, "ქართული ოცნება" განაგრძობს ყველა
შესაძლო სახის კორუფციულ ქმედებებს, ეს იქნება "კანონის ძალით" ბიუჯეტის ძარცვა თუ ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ვითომ კანონიერი სახით მიღება თუ თქვენი, საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე სხვადასხვა მანიპულაციებით გამდიდრება. კარგად ვიცით, როგორ ძარცვავს "ქართული ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს, როგორ ძარცვავს გაჭირვებულ ადამიანებს და მილიონებს იღებს უფასო სასადილოებიდან.
"ძლიერი საქართველო - ლელო" საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ყველა კორუფციული ფაქტის შესახებ მოგვაწოდეთ ინფორმაცია. როგორც ყოველთვის, დღენიადაგ ვართ თქვენ გვერდით, რათა ერთად ვიბრძოლოთ ამ სიმახინჯის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია "ქართული ოცნება", - განაცხადა ლევან სამუშიამ.