აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ ენაზე პროგრამა ტვიტერის ამოქმედებას აპირებს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკეთა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.
"გასულ კვირას როგორც იცით ჩვენ დავიწყეთ ტვიტერი არაბულზე და ფარსზე. ეს ჩვენ ფრანგულს და ესპანურს დავამატეთ. ახლა კი ვიწყებთ ანალოგიურ პროექტებს ჩინურ და რუსულ ენებზე, ასევე ჰინდიზე" - განაცხადა კლინტონმა. თავის სიტყვაში რომელიც ინტერნეტის პრობლემებს ეხებოდა მის ადგილსა და მდგომარეობას საზოგადოებასა და ზოგადად მსოფლიოში, ასევე იმას არის თუ არა ინტერენეტი ძალა რეპრესიებისთვის ან განთავისუფლებისთვის, კლინტონმა განაცხადა: "ერთად აღებული თვითგამოხატვის თავისუფლება შეკრებილი ონლაინზე თავის თავში წარომადგენს თავისუფლებას იქონიო ერთმანეთთან კავშირი" - განაცხადა მან და დასძინა, რომ აშშ მხარს უჭერს ადამიანთა თავისუფლებას მთელ მსოფლიოში და ყველა ქვეყანას მოუწოდებს ასევე იმოქმედონ.
"ბოლო წლების განმავლობაში ადამიანები მთელს მსოფლიოში ინტერნეტს ერთობლივი პრობლემების გადაჭრისა და კორუფციის გამოვლენიისათვის იყენებენ. ინტერნეტით 2 მილიარდი ადამიანი სარგებლობს, რაც კაცობრიობის მესამედ ნაწილს წარმოადგენს. ამასთან ერთად ინტერენეტით სარგებლობენ ტერორისტები და ექსტრემისტები, ორგანიზაციის ახალი წევრების გადასაბირებლად. ინტერნეტით სარგებლობენ ადამიანებით მოვაჭრეებიც ახალი მსხვერპლის მოსაძიებლად" - განაცხადა ჰილარი კლინტონმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, ინტერნეტის სახელმწიფოებრივი ბლოკირების პოლიტიკა მაშინ როდესაც ზოგი ქვეყნები ინტერნეტით სარგებლობის თავისუფელბას ზღუდავენ "ისინი საკუთრა ეკონომიკურ მომავალს შეზღუდვებს უწესებენ".