მოსკოვში კიევის სადგურში მატარებლის ვაგონში სისხლის სამართლის სამძებროს თანამსრომლებმა 4 საშიში ბოევიკი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ლაივ ნიუსი" ავრცელებს. სპეცოპერაცია კიშინოვში მატარებლის გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულნი არიან 26 წლის ხასან ნაჟაევი, 30 წლის რუსლან იუსუპოვი, 28 წლის რამზან ხალიევი და 39 წლის ანეჟელა ბატალოვა. დაკავებისას ეჭვმიტანილებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, თუმცა მათ არაფერი გამოუვიდათ. ამჟამად ყველა მათგანი სისხლის სამართლის სამძებროს განყოფილებაში იმყოფებიან და ჩეჩნეთში ეტაპირებას ელიან. მათთან ერთად ჩეჩნეთის შს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილეც გაემგზავრება.
"სამართალდამცავები ბოევიკებს რამდენიმე დღის განმალობაში უთვალთვალებდნენ. ახლა მიმდინარეობს იმის გარკვევა თუ რამდენად დიდი ხანი იმყოფებოდნენ ისინი მოსკოვში, რას ამზადებდნენ აქ და სად აპირებდნენ გამგზავრებას" - იუწყება რუსული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით ანჟელა ბატალოვას, რომელიც ერთ-ერთი ბანდფორმირების მეთაურის ქვრივია თვითმკვლელის როლი ჰქონდა განსაზღვრული.