დედაქალაქის სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვლადიმერ პეტროსიანის განცხადებით, მოსკოვის მთავრობისგან ფულადი კონპენსაცია ტერაქტის დროს გარდაცვლილ ადამიანთა 25 ოჯახიდან 17-მა ოჯახმა უკვე მიიღო. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ჯერჯერობით ფულის მიღება ვერ შეძლეს. არც ტერაქტის დროს დაჭრილთათვის დაწყებულა კონპენსციების გადახდა. პეტროსიანის განცხადებით, კონპენსაციის მიღებაზე დოკუმენტაცია მხლოდ 5-მა დაჭრილმა წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში ტერაქტი მიმდინარე წლის 24 იანვარს მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 36 ადამიანი და დაიჭრა 180-ზე მეტი. ექსპერტიზის მონაცემებით ტერორისტი თვითმკვლელი ინგუშეთის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელი 20 წლის მაგომედ ევლოევი იყო. აფეთქების დროს იყო ნარკოტიკული და ფსიქოლოგიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
იანვრის ბოლოს რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ტერაქტის დროს გარდაცვლილთა ოჯახები ყველა 3 მილიონ მანეთს მიიღებდა ფედერალური და რეიგონალური ბიუჯეტებიდან. მძიმედ დაჭრილები 1 მილიონ 900 ათას რუბლს, ხოლო მსუბუქად დაჭრილები 1 მილიონ რუბლს. ამას გარდა ბავშვებს რომლებმაც ტერაქტის დროს ერთ-ერთი მშობელი დაკარგეს დაენიშნათ ყოველთვიური კონპენსაცია 13,5 ათასი რუბლის ოდენობით.