ფონდ "თანამედროვე პოლიტიკის" კავკასიის განყოფილებამ ე.წ. სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური სიტუაციის შესწავლის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია უახლოეს მომავალში სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის უფლებამოსილება მიმდნარე წლის ნოემბერში იწურება. მესამედ კენჭს მათი ე.წ. კონსტიტუციის მიხედვით იგი ვერ იყრის. ხოლო მის მემკვიდრეებთან დაკავშირებით ექსპერტების შეფასებით საქმე ძალიან ცუდადაა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მომავალი პრეზიდენტის ძიების გზაზე კრემლმა თავისი ყურადღება მიაპყრო ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩს რუსეთში დიმიტრი მედოევს - სხვა კანდიდატურა ჯერჯერობით არ არის.
აღსანიშნავია, რომ თავად ედუარდ კოკოითს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად "გენერალური პროკურორის" თეიმურაზ ხუგაევის ხილვა სურს. "თანამედროვე პოლიტიკა" მიიჩნევს, რომ კოკოითის არჩევანი წარუმატებელია: უპირველეს ყოვლისა თავად კოკოითმა ბოლო დროს ელექტორალური პოტენციალის მხარდაჭერა დაკარგა და თავისი თავის ძლიერი დისკრედიტაცია მოხადინა. ასე რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები თავის უკმაყოფილებას რა თქმა უნდა მის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატზე გადაიტანენ. მეორე მიზეზად კი შეიძლება დასახელდეს ის რომ ხუგაევი სისტემატურად არის ხოლმე მსხვილი სკანდალების ცენტრში, რომლებიც ამ პაწაწინა ე.წ. რეპსუბლიკაში ცნობილი მალევე ხდება.
თანამედროვე პოლიტიკის კანკასიური განყოფილების ხელმძღვანელი ვლადიმერ ნესტერენკო აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კიდევ ერთი უბედურება არის ის რომ იქ საერთოდ არ არსბეობს ოპოზიცია. რეპრესიების შიშით მან იქაურობა დატოვა და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანთა უმრავლესობა ამჟამად მოსკოვში იმყოფება. თუმცა აღსანიშნავია ასევე რომ მისი წარმომადგენლბი სამხრეთ ოსეთში პოპულარობით ვერ სარგებლობენ. ექსპერტები ყოველივე ამის ფონზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში წინასაარჩევნოდ სიტუაციის გამწვავებას ვარაუდობენ.
ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგად ესმით მოსკოვში მყოფ ცხინვალის მფარველებს და გავრცელებული ინფორმაციით უახლოეს მომავალში მოსკოვის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ამჟამად არსებული რეჟიმის გასამყარებლად გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული. კერძოდ, სავარაუდოდ, ე.წ. მთავრობის მეთაურის თანამდებობას ვადიმ ბროვცევის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ვლადისლავ გასუმიანოვი დაიკავებს. გასუმიანოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებას კურირებს და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე იგი მოსკოვის პირდაპირ მმართველობას უზრუნველყოფს.
ყოველივე ეს უარყო კოკოითის ე.წ. ელჩმა მოსკოვში დიმიტრი მედოევმა. "ყოველივე ეს არასერიოზულია" - განაცხადა მან და ამასთან ერთად არც უარყო და არც დაადასტურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩვენებში თავისი მონაწილეობის შესაძლებლობა.
"ჩემთვის არ არის ცნობილი იმის შესახებ, რომ ჩემს კანდიდატურას რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე განიხილავენ" - განაცხადა მედოევმა.
საინტერესოა რომ ცნობილმა პოლიტიკოსმა და მწერალმა ალექსანდრე პრუხანოვმა მედიას გაანდო ინფორმაციის ნაწილი რომელსაც იგი ფლობს და რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთს ეხება. მისი ინფორმაციით, საქართველოს ამ რეიგონის მიმართებაში კრემლი ამჟამად რამდნეიმე სცენარს ამუშავებს. ამ სცენართაგან ერთ-ერთი პროხანოვის თქმით, არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის თბილისისთვის გადაცემა. საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გაქრობის სანაცვლოდ. კერძოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმარჯვებს ნაკლებად ცნობილი კანდიდატი რის შემდეგაც ხალხი გადაწყვეტს რომ უმჯობესია ე.წ. რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდეს.
"თუმცა ამის რეალურობაში როგორც ჩანს თავად საქართველოშიც ეპარებათ ეჭვი" - აღნიშნავს ამ ინფორმაციის გავრცელბეისას რუსული მედია.