აფხაზეთში მაცხოვრებელი რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების აღდგენის შესახებ შესაბამის კომისიაში უკვე 200 მდე განცხადებაა შესული. მათგან 118 წარმოებაშია მიღებული. განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე
"კომისიაში შესულია 200 მდე განცხადება, მათგან წარმოებაში მიღებულია 118. 44-ზე უკვე გადაწყვეტილება გამოტანილია. 6 განცხადება სამართლიანადაა მიჩნეული. 16 საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაგზავნილია პროკურატურასა და სასამართლოში. ყველა დანარჩენ განცხადებას განხილვაზე უარი ეთქვა", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და აღნიშნა, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში სოხუმში საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლი აშენდეს, რომლის აგებასაც დაახლოებით 200 მილიონი რუბლი სჭირდება. ეს სახლი იმ ადამიანებისათვის იქნება განკუთვნილი, რომლებსაც აფხაზეთში საცხოვრებელი უნდა დაუბრუნდეს.
მასალის გამოყენების პირობები