აფხაზეთი მხოლოდ მაშინ დაიწყებს ქართველი დევნილებისათვის კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვას, რაც საქართველო ჩვენ იმ ზარალს აგვინაზღაურებს, რომელიც 1992-1993 წწ ომის დროს მოგვაყენა", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.
"აფხაზეთი დაზარალდა საქართველოსთან ხანგრძლივი ომით და მან ჩვენ 13 მილიარდი რუბლი კომპენსაცია უნდა გადაგვიხადოს. მაშინ როდესაც საქართველო ჩვენ ამ თანხას დაგვიბრუნებს, დავიწყებთ კომპენსაციის საკითხის განხილვას, მანამდე კი - ბოდიში!", _ განაცხადა ბაღაფშმა იმ ქართველი ეროვნების ადამიანების მოთხოვნების კომენტირებისას, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები