ბექა დავითულიანი დაუპირისპირდა აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს, რომელმაც მას „ქვეყნის გამყიდველი" უწოდა.
მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდა დავითულიანთან სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ მეყანწიშვილი და მას „მოღალატე და რუსი" უწოდა.
„თქვენ ხართ, ანტიეროვნული, რუსი. ქვეყნის მოღალატე. თქვენ აქ არ უნდა იდგეთ. რუსო მონა, ქვეყნის მოღალატევ. ქვეყნის ინტერესების გამყიდველო. ილიას, ვაჟას შემარცხვენელო“, - მიმართა მეყანწიშვილმა ბექა დავითულიანს.
საკრებულოს წევრების მემორიალთან მისვლის დროს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: "მონებო"; "რუსებო"; "სამარცხვინოებო".