ზღაპრები აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შესახებ, მიხეილ სააკაშვილმა თბილისში თავის ტელემაყურებელს მოუყვეს. განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოსთან ნორმალურ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ემხრობა, თუმცა საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებასთან ეს შეუძლებელია.
"უცხო ქვეყნის ელჩები, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ყოველთვის მარწმუნებდნენ მე, რომ სააკაშვილი დიდი დემოკრატია და მას მშვიდობა უნდა. მაგრამ ვარ რა რეალისტი, მე ვამბობდი, რომ სააკაშვილი იომებს. 2008 წლის აგვისტოში კი ყველა დარწმუნდა, ჩემი სიტყვების სისწორეში", _ განაცხადა ბაღაფშმა.
მისივე თქმით, - "სააკაშვილის აგრესორია და თავისი მფარველების დახმარებით ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაანგრიოს კავკასია და სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში ომი გააჩაღოს".
"ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილი აცხადებდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართებაში ძალის გამოყენება დაუშვებელია და ორი კვირის შემდეგ კი განაცხადა, რომ აფხაზეთი ეს აღთქმული მიწაა და ახალ წელს იგი სოხუმში უნდა შეხვდეს", _ განაცხადა ბაღაფშმა.