დღეს, ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში ჩასული თანათავმჯდომარეები ოს სეპარატისტთა ლიდერ ედუარდ კოკოითისთან გეგმავენ შეხვედრას.
"ამას გარდა, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის მხრიდან გეგმავენ ოს სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, ბორის ჩოჩიევს შეხვდნენ", _ იუწყება ოსური მხარე.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-16 ადგილი მიმდინარე წლის 1-ელ მარტს გაიმართება.