ირანის პარლამენტის სპიკერმა 14 თებერვალს ქვეყანაში მომხდარ არეულობაზე პასუხისმგებლობა აშშ-ს, ისრაელსა და ირანულ ოპოზიციას დააკისრა.
პარლამენტის სპიკერ ალი ლარიჯანის პოზიციას ირანის პოლიციის უფროსის მოადგილე ახმედ რეზა რადანიც იზიარებს.
ამასთან, ირანის პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობამ საერთო განცხადება მიიღეს, სადაც საპროტესტო აქციებში დამნაშავეებად ოპოზიციის ლიდრები მირ ჰოსეინ მუსავი, იახდი ქარუბი და ირანის ექს-პრეზიდენტი მოჰამედ ჰათამი დასახელდნენ.
ირანის მოქმედი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის თქმით, ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები ვერაფერს შეცვლის.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ხელისუფალმა აქციის ორგანიზატორთა დასჯა მოითხოვა.
შეგახსენებთ, 14 თებერვალს ათასობით დემონსტრანტი თეირანის ქუჩებში ტუნისელი და ეგვიპტელი ხალხების სოლიდარობის ნიშნად გავიდა. პოლიციამ დემონსტრანტები დაშალა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ბევრი მათგანი კი დაპატირებულია.
უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანის ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა. ობამამ თანადგომა გამოუცხადა ირანელ ხალხს, რომლებმაც თავისუფლების მისაღწევად სიმამაცე გამოიჩინეს.