აშშ-ში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით, რომ წარვადგინოთ გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, აშშ-ში გამგზავრებამდე „ოპოზიციის ალიანსის“ წევრები ევროპაში ჩავლენ.
„იგეგმება ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანამდე, ალიანსის წევრებს ევროპაში გვექნება ვიზიტი ალიანსის სახელით. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს საქართველოში და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.