ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. როგორც "როიტერი" იუწყება, ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, ექსპრეზიდენტი სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს.
ეგვიპტეში რევოლუცია მიმდინარე წლის 11 თებერვალს მოხდა. მუბარაკი ქვეყანას 30 წელიწადს მართავდა. ის, სავარაუდოდ, ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხის რეზიდენციაში იმყოფება.