ირანელი პარლამენტარები დღეს გამართულ სხდომაზე ოპოზიციის ლიდერების _ ექს-პრემიერ მირ-ჰუსეინ მუსავისა და მეჯლისის ექს-სპიკერ მეხდი ქიარუბის სიკვდილოთ დასჯას ითხოვდნენ.
პარლამენტის სხდომა მღელვარედ წარიმართა. პარლამენტის სპიკერის ალი ლარიჯანის გამოსვლა არაერთხელ შეწყდა სკანდირებით _ "სიკვდილი მუსავის", "სიკვდილი ქიარუბის", "სიკვდილი ამერიკასა" და "სიკვდილი ისრაელს."
უკვე რამდენიმე დღეა, ოპოზიციის ლიდერები შინაპატიმრობაში იმყოფებიან.
ოლიციელები მათთან უახლოესი ნათესავების გარდა არავის უშვებენ.
ირანის დიდ ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. გარდა ამისა, 200 დემონსტრანტი პოლიციამ დააკავა.
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო გამოსვლებს აშშ მხარს უჭერს. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ირანის მცხოვრებებს ისეთივე უფლება აქვთ, მიაღწიონ წარმატებას, რასაც ეგვიპტელებმა მიაღწიეს. ამასთან, აშშ თეირანის ქუჩებში გასულ დემონსტრანტებს სიმამაცეს უწონებს.