რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ზესახელმწიფოს ამბიციისგან გათავისუფლდა. ეს განცხადება ლავროვმა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, არ არსებობს ხელისშემშლელი მიზეზი იმისა, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები "უფრო ახლო, ნდობით აღსავსე და სტაბილური" გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამის პასუხად, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ "სერიოზულმა უთანხმოებებმა ლონდონსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობა არ უნდა დაამუხრუჭონ".