“თავისუფლება ელენეს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს” - თბილისში ტრადიციული შაბათის მარში გაიმართა.
28 მარტს, უწყვეტი აქციების 486-ე დღეს, მარშის მონაწილეებმა მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყეს და პარლამენტტის შენობასთან მივიდნენ.
მარშს წინ უძღოდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული, სინდისის პატიმრებად მიჩნეული ადამიანების ოჯახის წევრები. მსვლელობის მონაწილეებს დაკავებული ჰქონდათ საავტომობილო გზის ნაწილი.
ფოტო: "რადიო თავისუფლება"