აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ბაღაფში მიგრანტთა ნაკადს ელის. ეს განცხადება ბაღაფშმა დღეს სოხუმში რუსი და აფხაზი ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, აფხაზეთში ამჟამად მიგრაციული კანონმდებლობის შემუშავება მიმდინარეობს.
"მიგრანტების შესახებ საკითხი რთულია. აფხაზეთში შექმნილია საიმიგრაციო სამსახური და დიდი საკანონმდებლო ბაზა მზადდება აფხაზეთის მიგრანტებთან დაკავშირებით", _ განაცხადა ბაღაფშმა და აღნიშნა, რომ ამ დროისათვის სეპარატისტულ აფხაზეთში 8 ათასი მიგრანტი მუშაობს.
"მათი რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება და მათზე კონტროლი უნდა განხორციელდეს. სწორედ ეს არის რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.