ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთი განისაზღვრება, როგორც საფრთხე. ამის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ განუცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტზე მუშაობაში პარლამენტი ჩაერთო. საკითხი, რომელსაც ვაყენებდი, კერძოდ კი რუსეთის განსაზღვრა, როგორც საფრთხისა, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩაიწერება, რაც საშუალებას მოგვცემს კონკრეტული ღონისძიებები გავატაროთ ქვეყნის დეოკუპაციისთვის", - აღნიშნა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობა პარლამენტში 18 თებერვალს კომიტეტების სხდომებზე დაიწყება.