მდინარე ფსოუზე მდებარე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სეპარატისტები ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან საბითუმო ბაზრობის მოწყობას გეგმავენ. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, იქვე იქნება ადგილი, სადაც მოსახლეობა ციტრუსს ჩააბარებს.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა კომენტარი გაკეთა "კაზაკთა ბაზრის" აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოტანის საკითხთან დაკავშირებითაც.
"ჩვენ "კაზაკთა ბაზარი" კი არ გადმოგვაქვს, არამედ საკუთარი, საბითუმო ბაზრის აშენებას ვაპირებთ. აქ ასევე ორგანიზებული იქნება მოსახლეობისაგან ციტრუსის ჩაბარება. ადამიანებს აღარ მოუწევთ საზღვარზე თავად გადატანა ციტრუსებისა, მათი რუსეთის ტერიტორიაზე რეალიზაციის მიზნით", _ განაცხადა ბაღაფშმა.
ბაღაფში მიიჩნევს, რომ ადამიანებისათვის ხელსაყრელი საბითუმო ვაჭრობა ასევე ორგანიზებული უნდა იყოს გუდაუთასა და სოხუმშიც.
"ეს გაათავისუფლებდა ადამიანებს ვალდებულებისგან საქონლით რუსეთში ევლოთ", _ განაცხადა მან.
ბაღაფშის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მდინარე ფსოუზე ასევე აშენდება ახალი ფართო საავტომობილო ხიდი.