თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად სამი მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
დაკავებულია, 43 წლის გოჩა მაისურაძე, 33 წლის ზურაბ გელაძე და 28 წლის კამანდო ღლონტი, რომლებმაც არაფხიზელ მდგომარეობაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულის დაზიანებები მიაყენეს 51 წლის ბადრი ჭალაკანიძეს, რომელიც საავადმყოფოში გარადიცვალა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო