"სამხრეთ ოსეთის არმიის ბრძოლისუნარიანობის მხარდაჭერა კვლავინდებურად რჩება სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ამოცანად და მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო საფრთხე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალის ყოფნის გამო შემცირებულია", _ ეს განცხადება დღეს სამხედროებთან შეხვედრისას ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა გააკეთა.
"თქვენ ისევე როგორც მთელმა ოსმა ხალხმა საარაკო გმირობა ჩაიდინეთ, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს ისტორიაში. მათ ვინც თავისი სიცოცხლის საფასურად რისკზე მიდიოდა და მაინც მიუხედავად ყველაფრისა გაუძლეს ყველაფერს უნდა იცოდნენ, რომ მათზე ფიქრობენ და ზრუნავენ", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.