იემენის დედაქალაქ სანაში დაახლოებით 3000 ადამიანია შეკრებილი ქვეყნის პრეზიდენ ალი აბდულა სალეს გადაყენების მოთხოვნით.
როგორც ამერიკული რადიო "ფედერალნიუსრადიო" იუწყება, დემონსტრანტები ითხოვენ, რომ სალე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეა, სასწრაფოდ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.
ადგილობრივმა პოლიციამ დემონსტრანტების დაშლა ხელკეტებისა და ცრემლსადები გაზის გამოყენებით სცადა, თუმცა საპროტესტო აქციები მაინც გრძელდება.
აქციის მონაწილეები უმეტასად სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან.
საპროტესტო აქციები სავარაუდოდ უფრო მრავალრიცხოვანი გახდება, რადგან სხვა სტუდენტები და ადამიანის უფლებათა დამცველებიც აპირებენ დაუჭირონ მხარი დემონსტრანტებს.