ბერლინში რუსეთის ფედერაციის საელჩოს კედლიდან ლენინის ბრინჯაოს გიგანტური ბარელიეფი მოხსნეს. ბარელეფი ბერენშტრასეს ქუჩაზე მდებარე საელჩოს აგურის კედელზე იყო დამონტაჟებული.
საელჩოში განმარტეს, რომ ლენინის ბარელიეფის დემონტაჟს იდეოლოგიური დატვირთვა არ ჰქონია. უბრალოდ, შენობა კაპიტალური რემონტისთვის მზადდება და ამიტომაც საჭირო გახდა მისი მოცილება.
თუმცა საელჩოში არ აზუსტებენ, რემონტის შემდეგ აპირებენ თუ არა ბარელიეფის უკან დაბრუნებას.
უფრო ადრე ლენინის ბარელიეფმა ბერენშტრასეს ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. პრესის ერთ-ერთმა მიმომხილველმა გუნარ შუპელიუსმა შეშფოთება ვერ დაფარა, რომ ლენინის ბარელიეფი კვალავაც საელჩოს კედელზე იყო დამონტაჟებული.
"ლენინი ისტორიაში შევიდა, როგორც ერთი უდიდესი დამნაშავე,"_აღნიშნა შუპელიუსმა და პირობა დადო, რომ პროტესტის ნიშნად, ბერენშტრასეს ქუჩაზე აღარ გაივლიდა.