სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
სამების საკათედრო ტაძარში ასევე მივიდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სამების ტაძარში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
პატრიარქს კვირას, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.