საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ქართველ ხალხს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.
“გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. როგორც სულიერი მამა, ის წინ მიუძღოდა ერს სიხარულსა და მწუხარებაში.
გავიგე, რომ ის კარგად იცნობდა გერმანიას.
მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ,” - წერს ფიშერი.