ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი პაკისტანსა და ავღანეთში ამერიკელი დიპლომატი მარკ გროსმენი იქნება.
გროსმენი დაინიშნა ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის ნაცვლად, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაიღუპა.
ოფიციალურად გროსმენს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს დანიშნავს.
გროსმენი დაახლოებით 30 წელი მუშაობდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. გროსმენი იყო აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპის საკითხებში.