ირანში საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
თეირანის ცენტრში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა.
ოპოზიციის ლიდერების მიერ ორგანიზებულ აქციაში ასობით ირანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაცია ეგვიპტესა და ტუნისში მასობრივი გამოსვლებისადმი მხარდაჭერის ნიშნად მოეწყო და ის არასანქცირებული იყო.
ამ დროისთვის თეირანის ქუჩები დემონსტრანტებისგან დაცლილია.