უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ირანს „შაჰედის“ ტიპის დრონები გადასცა, რომლებიც თეირანმა უკვე გამოიყენა ამერიკულ ბაზებსა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე ქვეყნებზე თავდასხმებისთვის.
„ისინი (რუსები) ირანულ ლიცენზიებს იყენებენ, თქვენ იცით, რომ მათ ბევრი დრონი ააწყვეს და დაამზადეს. მათ [ირანელებს] ისინი გადასცეს... მე მაქვს 100%-იანი ფაქტები, რომ ირანის რეჟიმმა ეს დრონები გამოიყენა ამერიკული ბაზებისა და ახლო აღმოსავლეთში თავისი მეზობლების წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ეს ირანული დრონები რუსულ კომპონენტებს შეიცავს.
„და მეორეც, ჩემმა დაზვერვამ მაცნობა, რომ მათი აზრით, რუსეთი ირანის რეჟიმს დაზვერვის მონაცემებს უზიარებს. ისინი [რუსები] მათ ეხმარებიან. ჩემი დაზვერვის მონაცემებით, თუ ევროპას და აშშ-ს ამ ომში უკრაინის დაზვერვის დახმარება შეუძლიათ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთსაც შეუძლია ირანის რეჟიმის დახმარება“, - განაცხადა ზელენსკიმ.