რა ირონიულია, რომ საქართველოში ავტორიტარული სისტემის აწყობაზე ეუთოს ანგარიშს „მოსკოვის მექანიზმი“ ჰქვია, ჩვენ რაც დაგვემართა, სხვა არაფერია თუ არა რუსული მოდელისა და მოსკოვის ჰიბრიდული სტრატეგიის ამოქმედება! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რა ირონიულია, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და ავტორიტარული სისტემის აწყობაზე ეუთოს ანგარიშს „მოსკოვის მექანიზმი“ ჰქვია. ჩვენ რაც დაგვემართა სხვა არაფერია თუ არა რუსული მოდელისა და მოსკოვის ჰიბრიდული სტრატეგიის ამოქმედება! ფრთხილად იყავით!“ - წერს ზურაბიშვილი.