უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის ცენტრალურ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, მათ შორის 14 წლის გოგონა.
„რუსულმა ძალებმა სლავიანსკს დაარტყეს. ოკუპანტებმა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია დაბომბეს, სადაც ერთ-ერთი საბრძოლო მასალა მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, ორი კი - მაღალსართულიან შენობებთან ახლოს დაეცა“, - აღნიშნულია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დარტყმის შედეგად ექვსი საცხოვრებელი კორპუსი და დაახლოებით ათი ავტომობილი დაზიანდა.