პრინცმა უილიამმა ქორწილის დღეს მეჯვარედ ძმა, პრინცი ჰარი აირჩია. მისმა საცოლემ, ქეით მიდლტონმა კი, მეჯვარედ თავისი და ფილიპე შეარჩია.
მექორწილე ფრეილინებს შორის იქნებიან 7 წლის ლუიზა უინძორი, გრაფ უესექსების ქალიშვილი. 8 წლის მარგარიტა არმსტრონგ-ჯონსი, ლინლის ვიკონტის შვილი, 3 წლის გრეის ფონ ქიუსტენი, უილიამისა და ქეითის უახლოესი მეგობრის გოგონა. ასევე, 3 წლის ელიზა ლოპესი, ჰერცოგინია კამილა პარკერ-ბოულზის შვილიშვილი.
პრინც უილიამის მხრიდან პაჟის მოვალეობას შეასრულებს 10 წლის უილიამ ლოუტერ-პინკერტონი, უილიამის პირადი მდივნის ვაჟი. მეორე პაჟად კი დანიშნეს პრინცი უილიამისა და ჰარის ყოფილი ძიძის 8 წლის ვაჟი ტომ პეტიფერი.
შეგახსენებთ, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილი 29 აპრილსაა დანიშნული. საზეიმო ცერემონიალი ვესტმინსტერსკის სააბატოში შედგება. წინასწარი მონაცემებით, ქორწილს დაახლოებით 1700 ადამიანი დაესწრება.