საფრანგეთში ისრაელის ელჩმა, ჯოშუა ზარკამ განაცხადა, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები ომის დასახულ ამოცანებს დაგეგმილ ვადებზე სწრაფად აღწევენ.
„როდესაც ამ ომის დაწყებისას მისი ხანგრძლივობის შესახებ შეკითხვა დაგვისვეს, ჩვენი პასუხი იყო, რომ ის რამდენიმე კვირას გაგრძელდებოდა. ეს არ შეცვლილა. ჩვენ ომის მიზნების მიღწევის დადგენილ გრაფიკს ვუსწრებთ“, - განაცხადა საფრანგეთში ისრაელის ელჩმა.
მისივე თქმით, ახალი უზენაესი ლიდერის მიზნები და მისი ურთიერთობა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ ჯერჯერობით გაურკვეველია.
„თუ ის მამამისის გზას გააგრძელებს, დაემატება იმ ადამიანთა სიას, ვინც უნდა განადგურდნენ“, – აღნიშნა საფრანგეთში ისრაელის ელჩმა, ჯოშუა ზარკამ.