ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ თემთა პალატას განუცხადა, რომ ბრიტანული თვითმფრინავები არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარდასაჭერად თავდაცვით საჰაერო ოპერაციებში მონაწილეობენ. იუწყება BBC
ჰილიმ ირანის რეჟიმი „დესტრუქციულ ძალად“ შეაფასა, რომელმაც მომიტინგეები დახოცა და თეირანს ბირთვული ამბიციების უარისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.
მან თქვა, რომ ბრიტანეთის პასუხი „ყოველთვის სამხედრო რჩევებს ეფუძნებოდა“.
ჰილის თქმით, გაერთიანებული სამეფო ამჟამად არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარდასაჭერად თავდაცვით საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. მისივე თქმით, ბრიტანეთის ძალებმა ორი დრონი ჩამოაგდეს - ერთი იორდანიის თავზე, ხოლო მეორე ბაჰრეინის თავზე.
ჰილიმ ასევე დასძინა, რომ კვიპროსში მესამე ბრიტანული Wildcat-ის ვერტმფრენი ჩავიდა, ხოლო საჰაერო ძალების ოპერაციების ექსპერტები რეგიონის ხუთზე მეტ ქვეყანაში იმყოფებიან.
„დიდ ბრიტანეთს ამჟამად კატარში რვა თვითმფრინავი ჰყავს, ხოლო კვიპროსში - „ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტი“, - განაცხადა ჰილიმ.