რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირანის ახალ უზენაეს ლიდერს მოჯთაბა ხამენეის მისალოცი წერილი გაუგზავნა
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით.
იმ დროს, როდესაც ირანი შეიარაღებულ აგრესიას უპირისპირდება, თქვენი საქმიანობა ამ მაღალ თანამდებობაზე უდავოდ დიდ გამბედაობასა და თავდადებას მოითხოვს.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად გააგრძელებთ მამათქვენის საქმეს და გააერთიანებთ ირანელ ხალხს მძიმე განსაცდელების წინაშე.
ჩემი მხრივ, მსურს დავადასტურო ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა თეირანის მიმართ და სოლიდარობა ჩვენი ირანელი მეგობრების მიმართ.
რუსეთი იყო და იქნება ისლამური რესპუბლიკის სანდო პარტნიორი. გისურვებთ წარმატებებს თქვენს წინაშე არსებული რთული ამოცანების გადაჭრაში, ასევე ჯანმრთელობასა და სულის სიმტკიცეს”, - აღნიშნულია მისალოც წერილში.