თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომის ფონზე, ჩრდილოეთ კვიპროს თურქულ რესპუბლიკაში F-16 ტიპის 6 გამანადგურებელს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნის.
„ჩვენს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კონტექსტში, დღეის მდგომარეობით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი და საჰაერო თავდაცვის სისტემები განლაგდა“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მედიის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციაში თურქეთი ნეიტრალურ მხარეს იკავებს და მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებს როგორც ირანთან, ასევე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან.