Fox News-ის ცნობით, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ირანის მიერ მოჯთაბა ხამენეის ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩევით.
ახალი ლიდერის არჩევის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტს განუცხადა: „მე არ ვარ კმაყოფილი“.
მანამდე, ტრამპმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი ლიდერის პოსტზე ყველაზე სავარაუდო კანდიდატი გახდა, განაცხადა, რომ ის ამ კანდიდატურით კმაყოფილი არ არის.
ამერიკის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ირანის ლიდერის არჩევისას გათვალისწინებულიყო თეირანთან ომში მყოფი შეერთებული შტატების პოზიცია, ისრაელმა კი გააფრთხილა, რომ ახალი ლიდერი მისი სამიზნე გახდებოდა.
ირანის ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნის გამოცხადების შემდეგ, Times of Israel-თან ინტერვიუში ტრამპმა სიტუაციის კომენტირებაზე უარი თქვა და მხოლოდ თქვა: „ვნახოთ, რა მოხდება“.