ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის ქვეყნებს ბოდიშს უხდის.
„მე საჭიროდ მიმაჩნია ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებზეც შეტევა განხორციელდა. ჩვენ არ ვაპირებთ მეზობელ ქვეყნებში შეჭრას. თუ ეს ქვეყნები ჩვენ არ დაგვესხმებიან თავს. ეს საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
ამასთან, ფეზეშქიანის თქმით, ირანი არ დანებდება და სამხედროები აგრძელებენ ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს.
„ირანი არასდროს დანებდება, ისინი ჩვენი უპირობო დანებების შესახებ ოცნებებს საფლავში წაიღებენ“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.