ანა ჩაპმანი რუსეთის რეჟიმის გლამურული სახე გახდა. ამის შესახებ ნათქვამია "The Newsweek" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
"შვიდ თვეში, რაც დააპატიმრეს და აშშ-დან ექსტრადაციის შემდეგ წითუირ-ცეცხლოვანი ჯაშუში ანა ჩაპმანი რუსეთის ყველაზე მოდური გახდა. იგი მამაკაცების ჟურნალისთვის პოზირებდა, მიიღო მედალი პრეზიდენტის ხელით, გახდა ტელეწამყვანი და გასულ კვირას კი ჩაპმანმა თავისი სახელი სავაჭრო მარკად დაარეგისტრირა", - ნათქვამია "The Newsweek" სტატიაში.
სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ რუსი ჯაშუშის წარმატების საიდუმლო სტერეოტიპების მორგებაში მდგომარეობს, რომელიც რუსების თვითშეფასებას ამაღლებს.
ჟურნალის "მაკსიმის" რედაქტორის ილია ბეზუგლოვას შეფასებით, ჩაპმანი "სახიფათო და სექსუალური ლამაზმანის იდეას აერთიანებს და ბევრი რუსს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან ამერიკელები გაასულელა".
"The Newsweek" შეფასებით, ჩაპმანი "რევოლუციური გადატრიალება მოახდინა ფიარის კუთხით - ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურში სექსუალურობა შეიტანა. კრემლს მოეწონა ჩაპმანის იმიჯი და ის რუსეთის რეჟიმის გლამურული სახე გახდა".
"ის ფაქტი, რომ ყველაზე ცნობილი რუსები პუტინი და ჩაპმანი ყოფილი ჯაშუშები არიან, ძალიან ბევრს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს დღეს რეალურად ვინ მართავს და როგორ ჩამოირეცხა მილიონებით "კგბ"-მ სისხლი", - ნათქვამია სტატიაში.