მორიგი კორიდა კოლუმბიაში ფრანგი ტორეადორის დაშავებით დასრულდა. ხარმა ტორეადორს ფინალური შეტევისას ხელი ატკინა, თუმცა ტორეადორმა მაინც შეძლო მისი დამარცხება.
აპლოდისმენტების შემდეგ დაშავებული ახლო მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მოტეხილ ხელზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
28 წლის ფრანგ ტორეადორს ექიმებმა, სულ მცირე, ექვსი კვირის განმავლობაში კორიდაში მონაწილეობა აუკრძალეს. A