28 თებერვალს, ისრაელისა და აშშ-ის მიერ მის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ირანი თავს დაესხა ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიზნეებს. ცნობებს Al Jazeera ორივე ქვეყნის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცლებს.
ბაჰრეინმა თავის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებს „მზაკვრული“ უწოდა და დაადასტურა, რიმ იერიშები მათი ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ „სამეფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა“.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანა ირანის ბალისტიკური რაკეტების სამიზნე გახდა და საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მათი „რამდენიმე წარმატებით ჩაჭრა“ მოახდინეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აბუ დაბის საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა ქონება დააზიანა და აზიური ეროვნების ერთი ადამიანი იმსხვერპლა.
მათ დასძინეს, რომ ქვეყანა „სრულიად მზადაა უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს“.
„სამინისტრომ მკაცრად დაგმო ეს თავდასხმა... ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას და მზაკვრულ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ძირს უთხრის სტაბილურობას. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თავდასხმა ეროვნული სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და რომ სახელმწიფო იტოვებს ყველა უფლებას, უპასუხოს ამ ესკალაციას და მიიღოს ყველა საჭირო ზომა საკუთარი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.