ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების შედეგად არ დაშავებულა. ინფორმაციას ირანული გამოცემა Mehr ავრცელებს.
„პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი სრულიად ჯანმრთელი და უვნებელია“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.
მანამდე ისრაელის მედია იუწყებოდა, რომ დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის რეზიდენცია იყო.
ასევე ირანული მედიის ცნობით, რაკეტები თეირანის იმ რაიონებში დაფიქსირდა, სადაც ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის რეზიდენცია და პრეზიდენტის სასახლე მდებარეობს.
Reuters -ის ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.