იტალიელი წყვილები თავიანთ სიყვარულს წმინდა ვალენტინს ავედრებენ. შეყვარებულთა მფარველის საფლავი ქალაქ ტერმის ეკლესიაში მდებარეობს. ვალენტინის დღისადმი მიძღვნილ მესას 200 წყვილი დაესწრო, რომლებიც წელს ოჯახის შექმნას აპირებენ.
მესის შემდეგ დანიშნული წყვილები ეპისკოპოსმა წმინდანის საფლავთან შეკრიბა და დალოცა.