მინსკში პირველად, ქალაქის ხელისუფლებამ მინსკის ცენტში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს აქციის ჩატარების ნება დართო.
განცხადება ამის შესახებ ბელორუსში დაურეგისტრირებელი სექსუალური უმცირესობების მოძრაობის ლიდერმა სერგეი ანდროსენკომ გააკეთა.
"ჩვენ პირველად დაგვრთეს ნება მინსკის ცენტრში აქცია ჩაგვეტარებინა", _ აცხადებს ანდროსენკო და აღნიშნავს, რომ აქცია ვალენტინის დღისადმია მიძღვნილი.
მათივე ინფორმაციით, აქციაში დაახლოებით 15 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.