იტალიის 200 ქალაქში იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ ასობით ათასი ქალი ქუჩაში გამოვიდა.
ისინი ბერლუსკონის ბოლოდროინდელ სექსუალურ სკანდალებს აპროტესტებდნენ და მას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.
არასრულწლოვან მოცეკვავესთან ურთიერთობის გამო მას უახლოეს ხანში სასამართლოს წინაშეც მოუწევს წარდგომა.
74 წლის პრემიერ-მინისტრი ბრალდებას უარყოფს და მას სამარცხვინოს უწოდებს.