უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის დელეგაცია აშშ-ის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, უკრაინას ამ შეხვედრაზე წარმოადგენენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, ასევე ეკონომიკის მინისტრი, ოლექსი სობოლევი.
„ეს იქნება ორმხრივი შეხვედრა ამერიკულ მხარესთან. პირველი საკითხი Prosperity Package -ია. ეს არის უკრაინის აღდგენის პაკეტი; ისინი დეტალებს განიხილავენ. მეორე საკითხია, რომ ისინი სამმხრივი შეხვედრისთვის მოემზადებიან, რომელიც რუსეთთან გაიმართება. და ჩვენ გვჯერა, რომ ეს მარტის დასაწყისში მოხდება. და მესამე, ეს არის ამოცანა, რომელიც უმეროვს დავუწესე: ის გაცვლის [ტყვეების] დეტალებს განიხილავს. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ამ ჰუმანიტარულ გზაზე პოზიტიური ცვლილებები იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.