იტალიის კუნძულ ლამპეტუდაზე ტუნისელი არალეგალი ემიგრანტების ათასკაციანი ჯგუფი დააკავეს. ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფაა გამოცხადებული და იტალია დახმარებას ევროკავშირს სთხოვს.
ბოლო დღების განმავლობაში იტალიის საზღვრები 4 ათასმა ტუნისელმა არალეგალმა გადაკვეთა. მათ იტალია სამშობლოში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააბრუნებს. ქვეყანაში ტუნისიდან არალეგალების მცირე ნაკადი ადრეც შედიოდა, მაგრამ, ამჟამად მათი მოზღვავება სამშობლოში ახლახანს მომხდარ რევოლუციას მომხდარ უკავშირდება.
სილვიო ბერლუსკონის განცხადებით, ტუნისში არსებულმა არასტაბილურმა ვითარებამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობა ტოვებს სამშობლოს და თავს ევროპას აფარებს. იტალიური მხარის მოთხოვნით, ტუნისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვრებზე არალეგალური მიგრაციის აღსაკვეთად კონტროლი გაამკაცროს.