ვალენტინობას ტაილანდში ორიგინალურად აღნიშნავენ. 32 საათიანი კოცნის მარათონით წყვილებმა მსოფლიო რეკორდი უნდა მოხსნან. შეჯიბრი გუშინ დაიწყო და დღეს უნდა დასრულდეს.
წესების თანახმად, 14 წყვილი საათების განმავლობაში ერთმანეთთან ერთი კვადრატული მეტრის ფარგლებში უნდა იდგეს. მათ მხოლოდ ერთმანეთის კოცნა მოეთხოვებათ. ყველაზე გამძლე წყვილისთვის ორგანიზატორებმა პრიზიც დააწესეს.
ბრილიანტის ბეჭედი და 3 ათას 300 დოლარი გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემა. მონაწილეებს შორის ერთი გეი-წყვილიცაა.