მსოფლიოში ეკონომიკური მაჩვენებლით მეორე ქვეყანა ჩინეთი გახდა. მან მეორე ადგილი იაპონიას წაართვა. 2010 წლის ბოლოს იაპონიის ეკონომიკურმა მაჩვენებელმა 5.474 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, ხოლო ჩინეთისამ გასული წლის ბოლომ 5.8 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
იაპონიაში ექსორტი და სამომხმარებლო მოთხოვნა შემცირდა. ჩინეთის ეკონომიკური მდგომარეობა საწარმოო ბრუნვით გაუმჯობესდა.
როგორც ეკონომიკური ექსპერტები ამბობენ. თუ ჩინეთმა ამ ტემპით გააგრძელა ეკონომიკის ზრდა, სულ მალე შესაძლოა ყველაზე ძლიერი და დიდი ღირებულის ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გაუსწროს ათწლეულში.
"რეალური იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩინეთში იგივე, ან უფრო მეტი ეკონომიკური მაჩვენებელი იქნება, ვიდრე აშშ-ში", - განაცხადა ეკონომისტმა ტომ მილერმა BBC-სთან საუბრისას.