ოფიციალურ თბილისს ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლების პროცესში კვლავ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს.
როგორც გატაცებული მოზარდების საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, საერთაშორისო ზეწოლის მექანიზმების გამოყენება, რათა გატაცებულთა გათავისუფლება მოხერხდეს, გრძელდება.
"იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა ბავშვების გასათავისუფლებად მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს", - განმარტა კალანდაძემ.
ამასთან მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროსაბჭოს კომისარი თომას ჰამერბერგი, რომელიც ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლების პროცესში ჩაერთო, გუშინ მარიონეტულმა რეჟიმმა ცხინვალში არ შეუშვა.