სრული აბსურდი იქნება ფაქტობრივად განახევრება ბიოლოგიური და ეკოლოგიური მეცნიერების, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ მიმართულებების დახურვას ილიას უნივერსიტეტში, - ამის შესახებ ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თქმით, 20 წელია მათი პროგრამები და მიმართულებები, ეკოლოგიის და ბიოლოგიის დაცვაში, საქართველოს ემსახურება.
"20 წელია ჩვენი პროგრამები და მიმართულებები, ეკოლოგიის და ბიოლოგიის დაცვაში, ემსახურება საქართველოს. ჩვენ ვემსახურებით სახელმწიფოს იმ ინფორმაციაში, რომელიც არის აუცილებელი ცოცხალი სამყაროს შესანარჩუნებლად, შესასწავლად და ვქმნით ახალ ცოდნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ 20 წელიწდში 5-ჯერ გაიზარდა საქართველოში გამოქვეყნებული სამეცნიერო ინფორმაცია ეკოლოგიის და ზოგადად ბიოლოგიური მეცნიერებების სფეროში, სადაც ილიას უნივერისტეტის წვლილი არის დაახლოებით ნახევარი. ორჯერ გაიზარდა ჩვენი წვლილი მსოფლიო დონეზე. ეს ყველაფერი განვითარდა, სწორედ ილიას უნივერსიტეტში იმის ხარჯზე, რომ ჩვენთან განვითარდა ბილოლოგიის და ეკოლოგიის ის მიმართულებები, რომლებიც თითქმის ნოლზე იყო საქართველოში.
ამ ახალი ცოდნის შექმნაში გადამწყვეტი წვლილი შეაქვთ არა მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, არამედ ჩვენ სტუდენტებს. დღეს მეცინიერება არის ტექნიკურად რთული, მას სჭირდება განვითარება არაერთი მიმართულებით და მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში შეყრა ამ მიმართულებების არის იმის წინა პირობა, რომ ხარისხიანი და მოწინავე მეცნიერება განვითარდეს ჩვენთან. დღეს ჩვენ ცენტრალურ ევროპაში ღირსეული ადგილი გვიჭირავს, კავკასიაში უბრალოდ არ არის ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც ამ სფეროებში ჩვენთან იქნება შედარებადი და სრული აბსურდი იქნება ფაქტობრივად განახევრება ბიოლოგიური და ეკოლოგიური მეცნიერების, რომელიც შეიძლება მოყვეს ამ მიმართულებების დახურვას ილიას უნივერსიტეტში, - განაცხადეს ბრიფინგზე.